top of page

როგორ დავიწყეთ

ლაბრადორი ძმები

ვეტერინარული ცენტრი My Friend

(ჩემი მეგობარი ს/ნ-445584163), შემდგომში - ზოო მაღაზიათა ქსელი და ვეტერინარული კლინიკა - 2020 წელს დაარსდა.

კომპანიის შექმნა ორ პატარა ლაბრადორის მეტისს უკავშირდება. ოთხფეხა მეგობრებმა კომპანიის მეპატრონეების ცხოვრება თავდაყირა დააყენეს..

მივლინებიდან დაბრუნებულებს, თანამშრომლებმა გვაჩუქეს შავი ლაბრადორის მეტისები, თანაც ძმები.

ასე დავიწყეთ ჩვენს ქალაქში საუკეთესო მაღაზიისა და კლინიკის ძებნა, რათა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს მიეღოთ საუკეთესო მომსახურება, კვება და მოვლის საშუალებები. სამწუხაროდ, მსგავსი ვერაფერი ვიპოვეთ..

აქედან გაჩნდა იდეა ვეტერინარული კლინიკის და ზოო მაღაზიის შექმნისა..

ჩვენი პირველი მაღაზია

სრულიად ბრმად შევეჭიდეთ იმ საქმეს და სფეროს, რომელიც ჩვენი პროფესიებიდან გამომდინარე უცხო იყო.. 

სამსახურის პარალელურად ვეზიდებოდით ტომრებს, ვღებავდით მაღაზიის კედლებს და ვსწავლობდით ამ ბიზნესის სუსტ და ძლიერ მხარეებს.

შევძელით, შეგვესწავლა ვეტერინარია პროფესიული სასწავლო პროგრამების საშუალებით..

პირველად ჩვენი მაღაზია 15 კვადრატულ მეტრში იყო განთავსებული და სულ რაღაც ერთი ბრენდით გახლდით წარმოდგენილი.

კლინიკის მაგივრად პატარა სამედიცინო კაბინეტი და სახელდახელოდ ნაყიდი 8 ცალი ქირურგიული ინსტრუმენტი, ორი კვარცის ნათურა და ერთი კუსტარულად შექმნილი ქირურგიული მაგიდა გაგვაჩნდა..

"ჩემი მეგობარი"

ბევრჯერ შეგვეშინდა და ბევრჯერ გავხდით სახუმარო თემა სხვა კლინიკებისათვის.. თუმცა რაც სხვებისგან გვანსხვავებდა, ეს იყო სიყვარული და ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დახმარების, უკეთესი პირობების შექმნის დაუოკებელი სურვილი..

კომპანიის სახელიც სწორედ სიყვარულით და ზრუნვით არის შექმნილი „ჩემი მეგობარი“. ეს არის სახელი, რომელიც ძალიან ბევრს იტევს და ამბობს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების გზაზე. ეს არის ჭეშმარიტი მეგობრობა როცა შენ ზრუნავ შენს მეგობარზე..

 

ჩვენ ვალდებულება გვაქვს ვიზრუნოთ მასზე, ვინც მოვიშინაურეთ, ამიტომ სხვაგვარად უფლებაც კი არ გვქონდა..

და ჩვენც დავიწყეთ..

მაღალტექნოლოგიური კლინიკა

დღეს კომპანია 4 წლის გახლავთ. ამ მოკლე დროში მოვახერხეთ ჩვენი ცენტრის განვითარება, პატარა ვეტერინარული კლინიკა ქალაქში საუკეთესო მაღალტექნოლოგიურ კლინიკად გადაიქცა, ხოლო ერთი ზოო მაღაზია რამოდენიმე ფილიალად, სადაც უამრავი ხარისხიანი პროდუქცია და მსოფლიო ბრენდებია წარმოდგენილი - რაც მთავარია - ოფიციალური წარმომადგენლობით საქართველოში.

 

სანდოობა, ხარისხი, პასუხისმგებლობა, საუკეთესო ფასი, კეთილგანწყობა, ოთხფეხა მეგობრების სიყვარული - ეს არის ჩვენი კომპანიისათვის უცვლელი სტანდარტი.

 

ჩვენი მისიაც მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელზე და ოთხფეხა მეგობრების უკეთეს კომფორტულ ყოფაცხოვრებაზეა მორგებული.

#გემსახურებით სიყვარულით!

labrador

ჩვენი მისია

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სერვისი..

კიდევ სერვისი.. და სერვისი..

ჩვენი მიზანია, არსებობდეს სამედიცინო პლატფორმა თანაბარი უფლებებით მიუსაფარი ცხოველებისათვის და პატრონიანი ცხოველებისათვის.

მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განვითარება და ახალი სამედიცინო საშუალებების დანერგვა.  

10.webp

სოციალური
პასუხისმგებლობა

ჩვენი კლინიკა აქტიურადაა ჩართული მიუსაფარი ცხოველების ყოფის გაუმჯობესებაში. კომპანიამ შეძლო არაერთი მიუსაფარი ცხოველის გაჩუქება და შენახვა. რამოდენიმე მათგანი კომპანიაში ცხოვრობს.

ჩვენ კვარტალურად სრულიად უფასოდ ვატარებთ მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას.

მიუსაფარი ცხოველი ჩვენთან ნებისმიერ პროცედურაზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობს.

ჩვენი გუნდი

კლინიკისა და ჩვენი გუნდის შესახებ

bottom of page