მიწოდების და უკან დაბრუნების პირობები
მიწოდება
ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქტი ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
100 ლარიდან ზემოთ შენაძენის შემთხვევაში, ბათუმში მიწოდება სრულიად უფასოა.
100 ლარამდე შენაძენის მიტანის ღირებულება განისაზღვრება შემდეგნაირად:
-
ბათუმში - 6 ლარი,
-
რეგიონ(ებ)ში - 10 ლარი.
შეძენილი ნივთის მიწოდება ხდება:
-
ბათუმში - 1 ან 2 სამუშაო დღეში;
-
რეგიონ(ებ)ში - 3-5 სამუშაო დღეში.
*ნივთის მიწოდების ვადა არ გადააჭარბებს შეკვეთის დამუშავებიდან 10 სამუშაო დღეს.
გაითვალისწინეთ, კურიერი მოგაწვდით ნივთს წინასწარ მითითებულ მისამართზე, თუმცა მომსახურება არ ითვალისწინებს ამანათის სართულზე ატანას.
მიტანის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება შეკვეთის გაფორმების დროს.
ჩვენ ვთანამშრომლობთ საუკეთესო საკურიერო კომპანიებთან, რადგან მიწოდების სისწრაფე და უსაფრთხოება ჩვენთვის უპირატესია.
ჩვენს ვებ-გვერდზე ანგარიშსწორების მეთოდად შესაძლებელია, გამოიყენოთ პირდაპირი საბარათე გადახდა ან საბანკო გადარიცხვა.
უკან დაბრუნება
დაბრუნების პირობები
ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი კმაყოფილება ყველა იმ პროდუქტით, რომლის შეძენაც ჩვენს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
ჩემი მეგობარის გუნდი დაუღალავად ცდილობს, საგულდაგულოდ შეარჩიოს და ხელმისაწვდომი გახადოს პროდუქტები, რომლებიც სასიკეთოდ ცვლის თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.
მაგრამ თუ მაინც მოხდა ისე, რომ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებ-გვერდზე მითითებულ მონაცემებს, ჩვენ გთავაზობთ პროდუქტის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მითითებული პირობების შესაბამისად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ თანხომას გვიცხადებთ წინამდებარე დაბრუნების პირობებზეც.
რა შემთხვევაში შეგიძლიათ პროდუქტის დაბრუნება?
ჩემი მეგობარის-ის პოლიტიკის თანახმად, ნივთის უკან დაბრუნება შეგიძლიათ, თუ:
1. გადაიფიქრეთ შეძენა.
გაითვალისწინეთ, ეს პირობა არ ვრცელდება რიგ შემთხვევებზე, კერძოდ:
-
შეძენილი პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 100 ლარს;
-
შეძენილი პროდუქტი ჰიგიენური ხასიათის ნივთია ან მალფუჭებადია ან აქვს მოკლე ვარგისობის ვადა;
-
პროდუქტი ჰერმეტულად დაცული საქონელია, მიწოდების შემდეგ მისი ჰერმეტულობა დაირღვა და პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზეზით;
-
მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (ყუთი, პარკი);
-
პროდუქტს აღენიშნება გამოყენების კვალი.
2. ჩემმა მეგობარმა არ შეასრულა დანაპირები:
-
პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
-
პროდუქტი დაზიანებულია;
-
დაირღვა მიწოდების დრო ჩვენი მხრიდან;
3. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.
საფუძვლის მითითების გარეშე მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
რამდენ დღეში შეგიძლიათ ნივთის დაბრუნება?
პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, აუცილებელია, პროდუქტის მიღებიდან არაუგვიანეს 14 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა.
როგორ უნდა დააფიქსიროთ მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნებაზე ან გადაცვლაზე?
-
გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა წერილობითი ფორმით ელ-ფოსტის მითითებულ მისამართზე:myfriendvet1@gmail.com.
-
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩატში ან/და დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 558 534 544.
-
დერმისის თანამშრომლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით.
ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:
პროდუქტის დაბრუნებისას ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი/მყიდველი.
როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება?
ჩემი მეგობარი ნივთის უკან მიღების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურების სტატუსის შესახებ.
-
ქარხნული წუნის შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნების ან ნივთის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას შეიტყობთ 5 დღის განმავლობაში.
-
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.
-
უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან. ნივთის უკან დაბრუნების ხარჯებს უზრუნველყოფს ჩემი მეგობარი.
როგორ მოხდება დაბრუნებული პროდუქტის თანხის ანაზღაურება?
თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.