გასტროსკოპია, ბრონქოსკოპია
Service Description
Shinova - ს ვეტერინარული გასტროსკოპ/ბრონქოსკოპი არის უახლესი აპარატი წვრილი მოქნილი მილითა და მაღალი რეზოლუციის გამოსახულებით, რაც ვეტერინარს აძლევს საშუალებას კარგად დაინახოს ორგანოს ანატომიური აგებულება და გამოავლინოს პათოლოგია, ამოიღოს უცხო სხეული ან გამოსაკვლევი მასალა სხვადასხვა მდიდარი გასტროსკოპიული ინსტრუმენტების დახმარებით ან უბრალოდ ჩაატაროს დიაგნოსტიკური ლაპარატომია სასუნთქი გზებიდან და საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. რა უნდა ვიცოდეთ? პროცედურა ტარდება ანესთეზიის ქვეშ და პაციენტი იმყოფება საოპერაციო ბლოკში, აღნიშნული მანიპულაციის დროს იგი არის საძილე სედაციური საშაულებების მოქმედების ქვეშ ასევე პროცედურის მიმდინარეობისას ცხოველი დაინტუბირებულია. გეგმიური პროცედურის დროს პაციენტს უტარდება წინასაოპერაციო კვლევები მათ შორის გულის ექოკარდიოგრაფია და ჰემატოლოგიური კვლევები, გადაუდებელი სიტუაციების დროს მსგავსი კვლევები არ მოითხოვება. პროცედურისთვის განსაზღვრული დრო დაუდგენელია. საოპერაციო ბლოკში პაციენტის მეპატრონე არ დაიშვება. ნებისმიერი პროცედურის მიმდინარეობა იწერება ვიდეო ფირზე. მომსახურების ფასი განისაზღვრება ადგილზე კლინიკაში