ვეტერინარული ლაბორატორია
Service Description
ჩვენი კლინიკა ყველა სხვა ინოვაციური ვეტერინარულ სამედიცინო ტექნიკასთან ერთად ყოველთვის მიისწრაფოდა საკუთარი ვეტერინარული ლაბორატორიის შექმნაზე, რაც პრაქტიკულად უკვე ხელმისაწვდომია ჩვენს კლინიკაში. ჩვენს ვეტერინარებს აქვს საშუალება უსწრაფეს დროში მოახდინონ პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შეფასება და დიაგნოსტირება სხვადასხვა ანალიზების მეშვეობით: სისხლის სრული ბიოქიმიური ანალიზი სისხლის საერთო ანალიზი შარდის საერთო ანალიზი ჰორმონალური ანალიზები ( ფარისებრი ჯირკვლის თირეოტროპინის,გულის პათოლოგიების მარკერები, კორტიზოლი, პანკრეატიტი, ტროპონინი, D-დიმერი, და სხვა) გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, ასევე კეთდება უსწრაფესი პსრ და ანტიგენ ტესტები სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებზე. კანის ციტოლოგია და აღებული ნიმუშის თვალიერება მიკროსკოპულად. ჩვენ არ ვიყენებთ ადამიანებისათვის კანკუთვნილ ანალიზატორებს რომლებსაც დიდი ცდომილება აქვს, ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე ვეტერინარულ ანალიზატორებსა და მათ სახარჯ მასალებს სადაც ანალიზის ცდომილება მინიმუმამდე არის დაყვანილი. ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია Mindray ვეტერინარული ანალიზატორებით. პაციენტს არ უწევს რამოდენიმე დღიანი ცდა საკუთარი ანალიზის პასუხის გასაგებად, კლინიკაში მოსვლისთანავე ცხოველს ვეტერინარი აუღებს საჭირო რაოდენობის სისხლს და მასალას შეიტანს ლაბორატორიაში, რამოდენიმე წუთში პაციენტის მდგომარეობა ცნობილი ხდება და ექიმს აქვს წარმოდგენა თუ რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. რა უნდა გავითვალისწინოდ? ცხოველი ნებისმიერი ანალიზის დროს უნდა იყოს მშიერი მინიმუმ 6 საათი მაქსიმ 12 (გადაუდებელი კრიტიკული სიტუაციების დროს მსგავსი დიეტა არ მოითხოვება)ანალიზის აღების დროს თუ ცხოველი ემოციურია ან აგრესიული ვეტერინარმა შეიძლება გთხოვოთ მისი სწორად ფიქსაცია, ან თქვენი თანხმობის შემდგომ ასისტენტს სთხოვოს თქვენს მაგივრად ცხოველის სწორად ფიქსაცია რათა არ მოხდეს ვენის დაზიანება. პროცედურა ისეთივე უმტკივნეულოა როგორც ადამიანებზე, ცხოველის შემთხვევაში თუ ის ემოციურია შეიძლება მოჰყვეს კნავილი ყეფა, ან დაუმორჩილებლობა რაც ნამდვილად არ ნიშნავს რომ მას რაიმე სტკივა, ხშირად ცხოველებს არ მოსწონთ როცა მათი კიდურები სხვას აქვს დაფიქსირებული მყარად. გთხოვთ თუ გაქვთ სისხლზე ან მსგავს პროცედურებზე რეაქცია რაც იწვევს გონების დაკარგვას, წინასწარ აცნობოთ ვეტერინარს და დატოვოთ საპროცედურო ოთახი.