top of page

ზოგადი ქირურგია

2 hr
პროცედურის მიხედვით

Service Description

My friend პირველი კლინიკა გახლავთ ბათუმში, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე აქვს მოწყობილი ქირურგიული ბლოკი, ცალკე მოსამზადებელი, სასტერილიზაციო და საოპერაციო ოთახებით. ყველა ოთახი აღჭურვილია თანამედროვე ვეტერინარული ტექნიკით. განსაკუთრებით ქირურგია: ვეტერინარული ხელოვნური სუნთქვის აპარატი; ინჰალაციური ანესთეზიის აპარატი; ჟანგბადის კონცენტრატორი; ვეტერინარული პაციენტის მონიტორი; ორი პროფესიონალური საოპერაციო განათება; ვეტერინარული თერმო კონტროლის მქონე ჰიდრავლიკური საოპერაციო მაგიდა. კლინიკის საოპერაციოში ნებისმიერი ქირურგიული იარაღი და ზედაპირი სტერილურია. ჩვენთვის სტერილურობა მნიშვნელოვანია. ელექტრო კოაგულატორი, ბრონქოსკოპი, ორთოპედიული ხერხი და სტომატოლოგიური აღჭურვილობა - ეს გახლავთ იმ ტექნიკის მცირე ჩამონათვალი, რომელიც ჩვენს ქირურგიაში გვაძლევს საშუალებას, ჩავატაროთ ბევრი და საინტერესო ქირურგიული ოპერაცია. კლინიკაში ტარდება მარტივი ქირურგიული პროცედურებიდან დაწყებული ურთულესი ოპერაციებიც კი. გამონაკლისებს შორის გახლავთ: მენჯ-ბარძაყის სახსრის პროთეზირება, ოპერაციები გულზე და ხერხემალზე, ასევე ოფთალმოლოგიაში - კატარაქტის მოშორება. ინოვაციური ოპერაცია, რომელიც ჩვენს კლინიკაში ტარდება, საყლაპავი მილის სტენდირება გახლავთ. ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა საჭიროებს წინასწარ ჩაწერას ვეტერინართან კონსულტაციაზე, ჩვენი კლინიკა ვერ და არ ნიშნავს ოპერაციებს წინასაოპერაციო კვლევების გარეშე: გულის ექოკარდიოგრაფია; სისხლის საერთო ანალიზი; სისხლის ბიოქიმიური ანალიზი; ტროპონინი D-dimer და სხვა აუცილებელი კვლევები, რომლებიც არ შედის არცერთი ქირურგიული მანიპულაციის ფასში. გაფრთხილება! ნებისმიერი ოპერაციის, პაციენტის დასტაბილურების შემდგომ, ცხოველი ეწერება კლინიკიდან და სახლში განაგრძობს ექიმის მიერ დანიშნულ თერაპიულ და მედიკამენტოზურ მკურნალობას. ნაკერების ამოღება უფასოა. პაციენტის მეპატრონეს არ შეუძლია ოპერაციაზე დასწრება ან საოპერაციო ბლოკში შესვლა. ნებისმიერი მანიპულაციის მიმდინარეობა იწერება ვიდეოს საშუალებით.


bottom of page