top of page

ინჰალაციური ანესთეზია

2 hr
სირთულის მიხედვით

Service Description

წარმატებული ქირურგიული მანიპულაციის საწინდარი სწორი ანესთეზია გახლავთ, ჩვენს კლინიკას აქვს ფუფუნება ჰყავდეს ანესთეზიოლოგი და ჰქონდეს ხელოვნური სუნთქვის აპარატი და ინჰალაციური ანესთეზიის მანქანა რაც რთული კრიტიკული სიტუაციების მართვაში გვეხმარება. კლინიკას ასევე გააჩნია ლიცენზია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატებისა და ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებისათვის, რაც პაციენტის უსაფრთხო ძილთან ერთად უზრუნველყოფს ნებისმიერი სირთულის ქირურგიული ჩარევისას წარმოქმნილი ტკივილის სრულიად გაუტკივარებას. კლინიკაში ტარდება ქირურგიული მანიპულაციები შემდომი საანესტეზიო პროტოკოლით: 1. სედაცია (მარტივი პროცედურები) 2. ეპიდურალური და სპინალური ასევე რეგიონარული გაუტკივარება (მცირე და საშუალო ქირურგიული მანიპულაციები) 3. ზოგადი ანესტეზია (რთული მანიპულაციებისთვის) კლინიკა მოიხმარს ლიცენზირებულ და ხარისხიან საანესტეზიო მედიკამენტებს, ასევე საოპერაციო სრულად გახლავთ აღჭურვილი თანამედროვე საანესტეზიო აპარატურითა და პაციენტის მონიტორინგისთვის საჭირო ყველა ტექნიკით. ოპერაციის მიმდინარეობისას ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავაკონტროლოთ, არტერიული წნევა,ჟანგბადის დონე სისხლში, ელექტრო კარდიოგრამა, კაპნოგრაფია და სხვა სასიცოცხლო მაჩვენებლები. კლინიკა ერთ-ერთი პირველი იყო ბათუმში რომელმაც დანერგა ინჰალაციური ანესთეზია ეგრედწოდებული გაზის ანესტეზია რაც კომფორტულს და უსაფრთხოს ქმნის პაციენტის ძილსა და ქირურგის მუშაობას. ყველა აღნიშნულის გათვალისწინებით ანესტეზიას მაინც ახლავს გარკვეული რისკები, და ნებისმიერი პროცედურის წინ აუცილებელია საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები რათა რისკები დავიყვანოთ მინიმუმამდე. რა უნდა ვიცოდეთ! ნებისმიერი საანესტეზიო საშუალების გამოყენებამდე უნდა ვიცოდეთ ცხოველის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. გული ფილტვები, სისხლის ანალიზები და სხვა.. ანესტეზიის წინ ცხოველი უნდა იყოს მშიერი. ცხოველი არ უნდა იყოს დაუძლურებული, აცნობეთ ექიმს იმ მედიკამენტების შესახებ რომლებსაც ცხოველი სისტემატიურად ან პერიოდულად ღებულობს. აცნობეთ ექიმს ცხოველის საეჭვო ქცევის შესახებ.


bottom of page